შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„10 წუთში გადარჩენილი სიცოცხლე“ - სისხლის დონაციის აქციაში მერიის თანამშრომლები ჩაერთვნენ

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37828 
 20 აპრილი 2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, არასამეწარმეო იურიდიული პირების ხელმძღვანელები თანამშრომლებთან ერთად და მოხალისეები სისხლის ბანკის უანგარო დონორთა აქციაში ჩაერთო.

აქციის - „10 წუთში გადარჩენილი სიცოცხლე“ მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვების სისხლით დახმარება. სისხლის გაღების მსურველებს აუცილებელი გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდებათ.

სისხლის გადასხმა უზრუნველყოფს მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას, პაციენტებს ეხმარება სიცოცხლის გახანგრძლივებასა და რთული სამედიცინო პროცედურების წარმატებით განხორციელებაში.

სისხლის ბანკიდან საქართველოს მასშტაბით 70-ზე მეტი კლინიკა მარაგდება.

სისხლის დონაციის აქციაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ყოველწლიურად მონაწილეობს. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია