შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გიორგი გახარია პანკისის ხეობაში ჩავიდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=38294 
 21 აპრილი 2019

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პანკისის ხეობაში ჩავიდა. შს მინისტრი, სავარაუდოდ, პანკისელებს პირადად შეხვდება.

,,ადგილობრივებს ქვები არ უნდა გამოეყენებინათ. ახლა უნდა დავჯდეთ და თუ რაიმე არგუმენტი აქვთ მოქალაქეებს დავილაპარაკოთ. არ დავუშვებთ არავის უფლებების დარღვევას. არც ადგილობრივების, არც მშენებლების და სამართალდამცავების. დამატებითი ძალების შემოყვანა მოხდა მაშინ როცა უმართავი გახდა სიტუაცია”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ხეობაში დილიდან დაძაბული ვითარებაა. პანკისის ხეობის მცხოვრებლები, რომლებიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, პოლიციას რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია