შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ნინოწმინდაში გაკეთებული განცხადება საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით, თურქოფობიული არ არის და მას "ეთნიკური შუღლი" არ გაუღვივებია.

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 25 ოქტომბერი 2018
ნინოწმინდაში, ორ ოქტომბერს გაკეთებული განცხადების შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვივლმა, 24 ოქტომბერს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამართული საპრეზიდენტო დებატების დროს ისაუბრა. ამ საკითხზე მას კითხვა "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ დაუსვა: "თქვენ გინდათ პრეზიდენტობა და გესმით თუ არა რომ სამცხე–ჯავახეთში ეთნიკური შუღლის გაღვივებით პირდაპირ საფრთხის ქვეშ აყენებთ სტაბილურობას საქრათველოში?".ზურაბიშვილის თქმით, შუღლს არა მისი განცხადება, არამედ ამ ინფორმაციის გავრცელება აღვივებს."ვინც არასწორ ინფორმაციას ავრცელებს ამ კუთხით, ის აღვივებს და გააქვს გარეთ ასეთი თემები, ეს არის საქართველოსთვის ცეცხლთან თამაში. ამისი უფლება არავის არა აქვს არცერთ თემაზე, რომ ჩვენ გავიტანოთ გარეთ ისეთი თემები, რომელიც არც შემოწმებული არის, არც არაფერ საფუძველზე არ არის და ამაზე აპელირება და ამითი სპეკულირება არის, მგონი, ანტიქართული გამოხტომა”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.მისივე განმარტებით, განცხადება, იმის შესახებ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, წინა პრეზიდენტმა ეთნიკურად თურქ მოსახლეობას საქართველოს მოქალაქეობის მიღების უფლება მისცა, ეთნიკური სომხები კი დღემდე ამ პრობლემის წინაშე დგანან, მხოლოდ შედარებისთვის მოიყვანა, რათა მოსახლეობისთვის ახალი კანონის უპირატესობა ეჩვენებინა – "სულ მიდის ეს ტყუილი ციტატები. არაფერი ამდაგვარი არ მაქვს ნათქვამი. მე მხოლოდ ვადარებდი იმ პირობებს, როდესაც ორმაგი მოქალაქეობა იყო მხოლოდ მინიჭებით და ორი სხვადასხვა პრეზიდენტი სხვადასხვანაირად იქცეოდნენ. იმისთვის, რომ მეთქვა, რომ ამ დღიდან, როცა ახალი კანონი და კონსტიტუციაა მიღებული, ყველას ერთნაირად შეუძლია ისარგებლოს იმავე პირობებით, რაც არის ჩაწერილი ჩვენს კონსტიტუციაში და ჩვენს კანონმდებლობაში".შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდაში სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება NGO-ებისა და პოლიტოლოგების ნაწილმა ქსენოფობიურად მიიჩნია. ამასთან დაკავშრებით, 15–მა არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, სალომე ზურაბიშვილის ზემოაღნიშნული მიმართვა შეიცავს უკანონო აგიტაციის ნიშნებს.ამავე საკითხზე, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიას რეაგირებისთვის განცხადებით მიმართა, ISFED–მა კი ცესკოში საჩივარი შეიტანა, თუმცა არცერთი მათგანი დაკმაყოფილდა. [sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია