შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დავწყნარდეთ და მერე გავარკვიოთ ვის სად შეგვეშალა — გახარია

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22316 
 21 აპრილი 2019
"დავწყნარდეთ, ამის მერე უნდა გავარკვიოთ სად შეგვეშალა, ვის შეგვეშალა, ვინ დამნაშავეა და ა.შ.", — თქვა გახარიამ და შეკრებილ მოსახლეობას მოუწოდა, რომ ლაპარაკი გაგრძელდება. შს მინისტრმა იქვე აღნიშნა ისიც, რომ თუ ვინმე გადავიდა და დაარღვია კანონი, "ეს ცალკე სალაპარაკოა".მინისტრის თქმით, პანკისის ხეობას სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები დატოვებენ: "თუმცა, შსს-ს გაძლიერებული პოლიცია დარჩება ხეობაში და დაიცავს სრულად წესრიგსა და უსაფრთოებას თითოეული ჩვენი მოქალაქის". გახარიამ პანისში ადგილბორვებთან შეხვედრისას ასევე განაცხადა, რომ ვიდრე მოსახლეობის 90% არ იქნება თანახმა, ჰესი არ აშენდება. პოლიცია და ადგილობრივები დღეს, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ხეობაში ჰესის მშენებლობას. დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს.დაშავებულები არიან როგორც სამართალდამცავები, ისე – ადგილობრივები. მოსახლეობა ხეობიდან სპეცრაზმელთა გაყვანას ითხოვს.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება