შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ქართულ ოცნებას" მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში, საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერა ექნება"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37853 
 22 აპრილი 2019

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებთან პარალელის გავლება ჩვენი ოპონენტების ოცნებაა, - აცხადებს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. მისი თქმით, ქართული საზოგადოება ოპოზიციას იმედებს გაუწბილებს.

„უკრაინის შიდა პარტიული საკითხები როგორ განვითარდება, ეს მათი გადასაწყვეტია. რაც შეეხება იქაურ მოვლენებთან დაკავშირებით პარალელის გავლენას, ეს არის ჩვენი ოპონენტების ოცნება, თუმცა მათ კიდევ ერთხელ ჩვენი საზოგადოება გაუწბილებს იმედებს იმ თვალსაზრისით, რომ „ქართული ოცნება“ ჩვენი საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერით იქნება წარმოდგენილი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა