შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ხელისუფლებას 2 ნაბიჯით წინ გახედვა არ შეუძლია"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37866 
 22 აპრილი 2019

გუშინდელმა დღემ უკვე მეათასედ აჩვენა, რომ ხელისუფლებას 2 ნაბიჯით წინ გახედვა არ შეუძლია, – ასე აფასებს “აიპრესთან” თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.

მისი თქმით, გამოჩნდა, რომ ხელისუფლებას საფრთხის პრევენციის არავითარი სისტემა არ აქვს.

„მთავარი პრობლემა, რომელიც გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ, სამწუხაროდ უკვე მეათასედ აჩვენა არის ის, რომ ხელისუფლებაში გვყავს ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ 2 ნაბიჯით წინ მოვლენების და შედეგების დათვლა. ამ პროცესში ყველაზე მძიმე ეს არის. შესაბამისად მერე დგება ტრაგედიები. მერე უშვებენ შეცდომებს ამის გამო. ჩნდება ყველა პრობლემა და უბედურება, რომელიც დაგროვდა ამ ქვეყანაში.

მე არ მიხსენებია კომუნიკაციის ნაკლებობის პრობლემა. მე ვთქვი, რომ პრობლემა იყო შედეგების გათვლა. როგორც ჩანს, როდესაც უსაფრთხოების საბჭო გააუქმა ხელისუფლებამ, ეს მხოლოდ უშიშროების საბჭოს გაუქმება კი არ იყო, არამედ საფრთხეების პროგნოზირების, საფრთხეებზე რეაგირების დაგეგმვის და მასზე გამკლავების სისტემა ჩააქრო და ჩათვალა, რომ ამის საჭიროება აღარ არის ქვეყანაში. ამის პრობლემაა.

კომუნიკაცია იყო თუ არა საკმარისი დოზით, ეს უკვე დეტალებია, რომლითაც საფრთხის პრევენცია უნდა ხდებოდეს. რაც ქვეყანაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საფრთხის პრევენციის არავითარი სისტემა არ აქვთ. ხუმრობის განწყობაზე შს მინისტრი სადღაც ჩავა, ჟურნალისტს თვალსა ჩაუკრავს, გაუღიმებს ან ეჩხუბება. ეს არის მთელი მათი პოლიტიკა, რაც ძალიან მძიმეა და მძიმე საყურებელია, როცა საკუთარ ქვეყანაში უყურებ“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, გუშინ პანკისში ადგილობრივმა მოსახლეობამ ჰესის მშენებლობის დაწყება გააპროტესტა, რამაც პოლიციასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირება გამოიწვია. ადგილობრივები ხელ-კეტებით იყვნენ შეიარაღებული, ხოლო პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გაუშვა. შედეგად ათობით ადგილობრივი მოქალაქე და პოლიციელი დაზარალდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჰესის მშენებლობა შეჩერდება

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია