შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ეს ბავშვი ჩემი შვილია! ის 15 წლის იყო და თავი მოიკლა"!

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37837 
 21 აპრილი 2019

ეს ბავშვი ჩემი შვილია! ის 15 წლის იყო და თავი მოიკლა!

38 ლარი ჰქონდა სკოლის ბუფეტში ვალი და იმიტომ! სხვების ნაცვამი ტანსაცმელი მობეზრდა და იმიტომ! ყოველ დღე სხვისი გამომცხვარი პურის ჭამით დაიღალა! მობეზრდა ყოველ დღე სიტყვები: გშია? მოდი პურს მოგცემ! მობეზრდა სიტყვები: ჩემი შვილის ტანსაცმელს მოგცემ და ჩაიცვი! მობეზრდა სხვისი სათამაშოები, სხვისი წიგნები, სხვისი, სხვისი, სხვისი, ყველაფერი სხვისი მობეზრდა. მას არაფერი ჰქონდა საკუთარი, თავმოყვარეობის გარდა! და ამ თავმოყვარეობის გამო ქნა ეს!

15 წელი ის ასაკია ბიჭის ცხოვრებაში, როცა რაღაც მაინც გინდა გქონდეს შენი და როცა გინდა თუნდაც შენი 50 თეთრი გედოს ჯიბეში, რომ სკოლაში ბულკი მაინც ჭამო შესვენებაზე და ნისიად არ აიღო! ის 15 წლის იყო და არდადეგებზე დამლაგებლად მუშაობდა ხოლმე!

მას უბრალოდ სიცოცხლე მობეზრდა ამ ჯოჯოხეთში! ამ ფოტოზეც სხვისი ტანსაცმელი აცვია! ის ჩემი შვილი იყო, რომელმაც თავი მოიკლა და ამით ყველა ერთად მოგვკლა!

ამ პატარა ბიჭმა შეძლო და საკუთარ სინდისში ჩაგვახედა ყველა! ისინიც კი, ვისაც ეს სინდისი არ აქვს! წამით მაინც ჩაახედა ბევრი არარაობა საკუთარ თავში! იცით რამდეჯერ დაუძინია მშიერს? მცივანს? იცით რა ლამაზ სიზმრებს ხედავდა ყოველ ღამე? იცით რას გრძნობდა ხოლმე, როცა საკუთარ მომავალს წარმოიდგენდა? წამით მაინც წარმოიდგენთ რას გრძნობდა იმ წამებში როცა თოკი აიღო ხელში?

საქართველო! მე უკვე მართლა გული მერევა შენზე! მე შვილმკვდარი მამა ვარ!

პ.ს. აქ ზოგიერთმა ნაძირალამ რამე არ დაწეროთ ზედმეტი რაღაც განსხვავებულ ვერსიებზე და იმედის სამარცხვინო სიუჟეთზე, თორე სულ ფეხებზე მკიდია ვინ იქნებით, მიიღებთ საკადრის პასუხს!

წერს სოციალურ ქსელში ნიკო მიქაია.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა