შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ კისისხევში 48 ნომრიანი კოტეჯური ტიპის სასტუმრო გაიხსნება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=38352 
 23 აპრილი 2019

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტს ახალი ბენეფიციარი – შპს „ შუხმან როიალ ისთეით “ შეემატა.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში 48 ნომრიანი კოტეჯური ტიპის სასტუმრო გაიხსნება. პროექტს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ შპს “შუხმან როიალ ისთეით” განახორციელებს. სასტუნროს გახსნა 2019 წლის ზაფხულში იგეგმება.

ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რომ პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 4 500 000 ლარს შეადგენს და თავდაპირველად 15 ადამიანი დასაქმდება.

,,სასტუმრო ფართოპანორამულ ნომრებს, ორ საძინებელსა და ერთ მისაღებ ოთახს მოიცავს. აღნიშნული სასტუმრო რეგიონში გამორჩეული იქნება სარეაბილიტაციო ცენტრით, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის იქნება განკუთვნილი და მაღალკვალიფიციური პერსონალი დამსვენებლებს სპეციალური ვარჯიშებით მოემსახურება.

“შუხმან რიალ ისთეითის” დამსვენებლებს შესაძლებლობა ექნებათ, მინი-გოლფის მოედანზე დაეუფლონ შოტლანდიური სპორტის სახეობას, მონაწილეობა მიიღონ რთველში, ღვინის დაწურვის, ჭაჭის გამოხდისა და გასტრონომიულ მასტერკლასებში. სასტუმრო, ასევე, ქვეყნის მასშტაბით სათავგადასავლო ტურებს მოაწყობს, გაუწევს ტრანსფერის ორგანიზებასა და სერვისს გიდის თანხლებით.

სასტუმროში განთავსებული იქნება საკონფერენციო დარბაზები, ჩოგბურთის კორტები, ღია და დახურული აუზები, რესტორანი და ღია ბარი, სადაც საკვები მხოლოდ ადგილობრივი პროდუქტით დამზადდება”,– აცხადებენ ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროში.

დღესდღეობით ,,შუხმან ვაინს ჯორჯიას“ ბალანსზე 20 ნომრიანი სასტუმროა, რომელიც 2008 წლიდან ფუნქციონირებს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
ახალი ამბები