შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რეგიონის მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=38362 
 23 აპრილი 2019

თელავში რეგიონული პოლიტიკის დაგეგმვის საკითხებში ტრეინინგ-კურსი ჩატარდა. ტრენინგს ესწრებოდნენ როგორც სამოქალაქო, ასევე სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები კახეთის ყველა მუნიციპალიტეტიდან.

ტრეინინგის ექსპერტმა რეგიონულ და მუნიციპალურ საკითხებში, ირაკლი მელაშვილმა მონაწილეებს გააცნო რეგიონული განვითარების საკითხები საკანონმდებლო ინიციატივების ჭრილში.

ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებს შემდეგ თემებზე: რეგიონული განვითარების პოლიტიკის ისტორია და ძირითადი პრინციპები, ევროპული გამოცდილება, საქართველო – ავროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება რეგიონულ პოლიტიკის ასპექტში, 2018-2021 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა, სამოქალაქო სექტორისა და მოქალაქეების ჩართულობა რეგიონული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში.

ტრენინგები ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა  ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის „ფიფლ ინ ნიდ” მხარდაჭერით. სემინარი სასტუმრო „სევენთინ რუმსში“ ჩატარდა.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია