შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წასასვლელ გზასაც ეძებდეს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37850 
 22 აპრილი 2019

 "ივანიშვილი მზად არ არის ისეთი რადიკალური ცვლილებებისთვის, როგორიც ქვეყანას სჭირდება. არ გამოვრიცხავ, რომ იგი პოლიტიკიდან წასასვლელ გზასაც ეძებდეს - ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ ეს ვერსია თავისთავად ჩნდება. დაპირებების შესრულების დასაწყებად ივანიშვილმა სხვა რაღაც უნდა გააკეთოს - მთელი მთავრობის რეორგანიზაცია უნდა მოხდეს, ბახტაძით უნდა დაიწყოს და არა ეკონომიკის მინისტრით... 

ყველაფერი საზოგადოების სურვილების საპირისპიროდ კეთდება. რატომ იქცევიან ასე? რა ხდება “ოცნებაში”? ნუთუ ვერ აანალიზებენ, რომ ეს პატარ-პატარა ჯგუფები იქცევა დიდ ტალღად, რომელსაც აღარც ფული უშველის და აღარც რეპრესიული მანქანა? ამიტომ ვამბობ, რომ შეიძლება ხელისუფლების პირველი პირები მაინც ნელ-ნელა ცდილობენ, გაეცალონ პოლიტიკას და მიიღონ გარანტიები, როგორც მათმა წინამორბედებმა. არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილი ეძებდეს პოლიტიკიდან წასვლის გზებს, როგორც თავის დროზე შევარდნაძე ეძებდა ხერხს, როგორ გასცლოდა პოლიტიკურ სივრცეს. მისი ქმედებები ამას ჰგავს.

ივანიშვილმა საარჩევნოდ შეიძლება ბევრი ფული დახარჯოს, მაგრამ მაინც წააგოს. როცა საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია, ფული შედეგს არ იძლევა. 2012 წელს სააკაშვილსაც შეეძლო განუსაზღვრელი რაოდენობით ეხარჯა ფული, მაგრამ შედეგი არ იქნებოდა. შევარდნაძესაც შეეძლო ეს 2003 წელს. როცა სიტუაცია მომწიფდება, საქმეს ფული აღარ შველის”-აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
გურიის მოამბე

წყალი ძვირდება