შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ხმა სამარიდან“ განცხადებები, რომელიც არავის ესმის!.."- მაღრაძე ხელისუფლებაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37868 
 22 აპრილი 2019

ამ ბოლო დროს სახელისუფლებო შტოების წარმომადგენლებმა რაღაც ლოკალური სივრცე შექმნეს, სადაც ერთმანეთის ხოტბა და ქება-დიდება ისმის და ჰგონიათ, რომ მთელ საქართველოში ასეა, - ამის შესახებ „დაიცავი საქართველოს“ ლიდერმა დავით მაღრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ის გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმადაც დღევანდელი ხელისუფლების ხელწერაა, რომ არც ერთი პროექტი მოქალაქეებთან კონსულტაციების გავლის გარეშე არ ხორციელდება. მამუკა ბახტაძემ ეს განცხადება პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.

„რა ხელწერაზეა ლაპარაკი, რა კონსენსუსზე? ამ ბოლო დროს სახელისუფლებო შტოების წარმომადგენლები ერთმანეთს აქებენ, რაღაც ლოკალური სივრცე შექმნეს, სადაც ერთმანეთის ხოტბა და ქება-დიდება ისმის და ჰგონიათ, რომ მთელს საქართველოში ასეა და აქებენ ყველგან, სადაც მივლენ. ვისთან და რა კონსულტაციები გამართეს?“, - განაცხადა მაღრაძემ.

მან ასევე კომენტარი გააკეთა ბახტაძის მოწოდებაზე ყველა მხარის მიმართ, ემოციური კომენტარების კეთებისგან თავი შეიკავონ.

„და ჩვენც ისეთივე უსისხლო, უშინაარსო და უსახო კომენტარები უნდა გავაკეთოთ, როგორსაც ხელისუფლება აკეთებს? და ეს რა იქნება? არ ჯობია, თვითონ გაცოცხლდეს ეს ხალხი, ვიდრე ჩვენ დავემსგავსოთ ცოცხალ-მკვდრებს და „ხმა სამარიდან“ განცხადებები ვაკეთოთ, რომელიც არავის ესმის?!“ ,- აღნიშნა „დაიცავი საქართველოს“ ლიდერმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია