შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

FAO-ს კვლევის მიხედვით, ქალებს ძირითადად ოჯახის საქმეში ვალდებულ დამხმარეებად აღიქვამენ, ამიტომ მათი შრომა, ძირითად შემთხვევაში, აუნაზღაურებელი და არაფორმალურია. დასაქმებულ ქალებს სოფლის მეურნეობის ყველა სექტორში უფრო ნაკლები ანაზღაურება აქვთ, ვიდრე კაცებს.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 25 ოქტომბერი 2018
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ევროკავშირსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან ერთად, საქართველოში გენდერული შეფასების ანგარიშს აქვეყნებენ, სახელწოდებით - „გენდერი, სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება“."სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში აქტიური ჩართულობა, შინაური ცხოველების მოვლა, დიასახლისობა, ოჯახისთვის წყლისა და შეშის უზრუნველყოფა, ბავშვების, მოხუცების და ოჯახის დაუძლურებული წევრების მოვლა - ასეთია მოკლე ჩამონათვალი იმ ვალდებულებებისა, რომელიც საქართველოში სოფლად მცხოვრებ ქალებს ეკისრებათ. მიუხედავად ამისა, ქალების მიერ სოფლის მეურნეობაში შეტანილი წვლილი შეუმჩნეველი რჩება", – ვკითხულობთ კვლევაში. საქართველოში ქალები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ სოფლის მეურნეობის განვითარებაში. თუმცა სოფლად მცხოვრები ქალები თავიან თავს ძალიან იშვიათად აღიქვამენ ფერმერებად, რადგან შრომას რომელსაც ეწევიან, ისინი ოჯახურ მოვალეობად აღიქვამენ. სოფლად ცუდად განვითარებული ინფრასტრუქტურა, შინამეურნეობის სირთულეები, სატრანსპორტო საშუალებებზე და თანამედროვე ენერგორესურსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა ქალის საქამიანობას უფრო მძიმეს და ხანგრძლივს ხდის.ანგარიშმა საქართველოში გამოკვეთა შემდეგი გენდერული უთანასწორობები: შეუთავსებლობა შემუშავებულ პოლიტიკას, კანონმდებლობასა და მის აღსრულებას შორის. მიუხედავად პროგრესისა, რომელსაც საქართველოს მთავრობამ გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შემუშავებისა და გაძლიერების კუთხით მიაღწია, ამ კანონებისა და რეგულაციების აღსრულება და მონიტორინგი კვლად გამოწვევად რჩება.„იმის გამო, რომ ქალებს ძირითადად ოჯახის საქმეში ვალდებულ დამხმარეებად აღიქვამენ, მათი შრომა, ძირითად შემთხვევაში, აუნაზღაურებელი და არაფორმალურია. დასაქმებულ ქალებს კი სოფლის მეურნეობის ყველა სექტორში უფრო ნაკლები ანაზღაურება აქვთ, ვიდრე კაცებს. საშუალოდ, ქართველი ქალები კაცის შემოსავლის 75 %–ს გამოიმუშავებენ, რაც 35 % პროცენტამდეა შემცირებული თევზის საწარმოებში. ზოგადი გენდერული სტატისტიკის მიხედვით, კაცებს საქართველოში უფრო მაღალი მენეჯერული პოზიციები უკავიათ და უფრო მეტი შემოსავალი აქვთ სოფლის მეურნეობის და მშენებლობის დარგებში, სადაც განსაკუთრებით ცოტა ქალია ოფიციალურად დასაქმებული“, - ნათქვამია კვლევაში.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია