შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"საწვავში 1 ლარი სააკაშვილის არისო და მაინტერესებს ახლა ეს ვის ჯიბეში მიდის?"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37886 
 23 აპრილი 2019

როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვდიოდით, ვიძახდით, რომ საწვავში 1 ლარი სააკაშვილის არისო და მაინტერესებს ახლა ეს 1 ლარი აქციზში წავიდა თუ ვიღაცის ჯიბეში ისევ?! - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ფინანსთა მინისტრს ვანო მაჭავარიანს უსმენენ.

„დღეს გამოქვეყნდა კვლევა, რომ 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა გაზრდილია, რისი მთავარი გამომწვევი მიზეზიც, ალბათ, საწვავია. მე ვფიქრობ, ეს ძალიან საგანგაშოა. საწვავზე აქციზის ზრდა რომ მოხდა, ხარისხის ზრდა რატომ არ ხდება? გამოდის პოლიეთილენი იყო ყველაზე მთავარი ამ ქვეყანაში ეკოლოგიის დამაბინძურებელი და საწვავი არაფერ შუაში არ ყოფილა, რადგან ამ მიმართულებით არანაირი ნაბიჯები არ იდგმება, არაფერის კონტროლი არ ხდება, მარტო აქციზის ზრდა ხდება და მე კარგად მახსოვს, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვდიოდით, ვიძახდით, რომ საწვავში 1 ლარი სააკაშვილის არისო. მაინტერესებს ახლა ეს 1 ლარი აქციზში წავიდა თუ ვიღაცის ჯიბეში წავიდა ისევ?!“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია