შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ადიგენის ერთ–ერთ სოფელში ბულინგის საქმეს პოლიცია, სოციალური სამსახური და სკოლა ერთდროულად სწავლობს.

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 23 ოქტომბერი 2018
ადიგენის რაიონული სამმართველო მეოთხე კლასელი ბიჭის დედის მიმართვის საფუძველზე ბულინგის საკითხს სოციალურ მუშაკებთან ერთად სწავლობს. „ამ დროისთვის დასკვნა არ გვაქვს და წინასწარ რაიმეს თქმა ძნელია, რადგან ბავშვები, სკოლაც და მშობლებიც ურთიერთგამომრიცხავ პასუხსებს გვცემენ. თავშივე გამოიკვეთა ურთიერთსაწინააღმდეგო ბრალდებები და ამან ბევრი კითხვა გააჩინა. აქტიურად მუშაობენ მხარეებთან სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი, არ გვინდა, რომ რომელიმე მხარე დაზარალდეს“, – ამბობენ სოციალურ სამსახურში. საქმეს სწავლობს სკოლის დისციპლინარული კომიტეტი, რომელიც დასკვნას 21 დღეში დაწერს: „მიმდინარეობს საქმის წარმოება, დრო სჭირდებათ მუშაობისთვის“, – გვითხრა სკოლის დირექტორმა. დედა, რომელიც მის მეზობლად მცხოვრებ, მინდობით აღზრდაში მყოფ 12 წლის ბიჭს, საკუთარ შვილზე ბულინგში ადანაშაულებს, ამბობს რომ „ახლა ვითარება მშვიდია, ალბათ რაღაც პერიოდი გავა და ყვეალფერი ისევ თავიდან დაიწყება“. შეგახსენებთ, ორსართულიან კორპუსში მცხოვრებ მეზობლებს შორის უთანხმოება, დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ დაიწყო, როდესაც მეორე სართულზე მცხოვრებმა მეზობელმა პირველზე მცხოვრებს ხელი არ მოუწერა ნებართვაზე, რომლის მიხედვითაც მას კორპუსში სველი წერტილი უნდა მიეშენებინა. მას შემდეგ, მეორე სართულზე მცხოვრები მეოთხეკლასელი ბიჭის დედა ამბობს, რომ პირველ სართულზე მცხოვრები 12 წლის ბიჭი მის შვილებს, განსაკუთრებით კი ცხრა წლის ბიჭს აბულინგებს. პირველ სართულზე მცხოვრები ბავშვების აღმზრდელები კი ამბობენ, რომ პირიქით, მათ ბავშვებს მეორე სართულზე მცხოვრები მეთოხეკლასელი ბიჭის მშობლები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. ფიზიკური შეურაცხყოფს ფაქტს შსს სსკ–ის 126–ე, ძალადობის მუხლით იძიებს. [მარიამ ბარძიმაძე, ადიგენი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია