შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზაქარია ქუცნაშვილის ოჯახმა 2018 წელს მილიონი ლარის უძრავი ქონება შეიძინა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37875 
 23 აპრილი 2019

ზაქარია ქუცნაშვილის ოჯახმა 2018 წელს, უძრავ ქონებაში მილიონი ლარი დააბანდა. გასულ წელს კანონმდებელმა და მისი ოჯახის წევრებმა USD 382 000 ღირებულების ქონება შეიძინეს ($1/2.65 ლარი), რამდენიმე ბინა და მიწის ნაკვეთი.

პარლამენტის წევრის ბოლო დეკლარაციის თანახმად, მის ოჯახში, მის გარდა, 5 წევრია მშობლები, მეუღლე და 2 შვილი.

2018 წელს, ზაქარია ქუცნაშვილმა დეკლარაციაში $271 000 -ად 2 ბინის, სარდაფის, ანტრესოლის და სხვენის შეძენაზე მიუთითა. თბილისში, ტურგენევის ქუჩაზე. ქონების ნაწილი 230 000 დოლარის ღირებულების,10 წლიანი იპოთეკით, 40 000 დოლარიანი ბინა კი, განვადებით არის შეძენილი.

მისმა მეუღლემ 35 000 დოლარად სტეფანწმინდაში მიწის შეიძინა. მამამ კი, 76 000 -ად ბინა. შეძენა იპოთეკური სესხით და პირადი სახსრებით მოხდა.

ოჯახის მფლობელობაშია სხვადასხვა წლებში შეძენილი 9 მიწის ნაკვეთი, მათი ნაწილი თანამფლობელობაშია, ნაწილი ფაქტობრივ მფლობელობაში, ასევე თანამფლობელობაშია 1 არასაცხოვრებელი ფართი. მის გარდა ოჯახი კიდევ 2 ფართს, ასევე 1 ბინას და 2 საცხოვრებელ სახლს.

პარლამენტის წევრის წლიური სახელფასო შემოსავალი 56 835 ლარია. მისი მამის (ჯეოინჟინერინგის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გაზის და ნავთობისს კორპორაციის საბჭოს წევრი) 82 818 ლარი, ასევე შპს ჯეოინჟინერინგიდან მიღებული აქვს 106 184,21 ლარი. მისი მეუღლის შემოსავალი 109 140 ლარია, რომელიც „ნიტა ფროქიურმენტ გრუპში“ (დირექტორი), „მთის ფარმასა“ (დირექტორი) და ქ ენდ ქ კონსალტინგში (მარკეტინგის მენეჯერი) გამოიმუშავა.

ოჯახის შემოსავლებშია უძრავი ქონების გაქირავებიდან მიღებული სახსრებიც.

დეკლარაცია იხილეთ ბმულზე : https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/116212

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია