შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სალომე ზურაბიშვილი ელოდება, როდის დასრულდება ივანიშვილის ეპოქა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37881 
 23 აპრილი 2019

პროცესის ბოლოს იმის თქმა, მეც ვადევნებდი თვალსო, ნამდვილად არ მიმაჩნია პრეზიდენტის ფუნქციად, - ასე შეაფასა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება, რომელშიც სალომე ზურაბიშვილმა უზენაესს სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის წესის შესახებ გამართული კონსულტაციების შედეგებთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოთქვა.

დავით უსუფაშვილის თქმით, პრეზიდენტი კიდევ დიდხანს იქნება „ქართული ოცნების“ ზეგავლენის ქვეშ.

„სრულიად აშკარაა, რომ ქალბატონო ზურაბიშვილი ჯერ კიდევ დიდხანს იქნება „ქართული ოცნების“ ზეგავლენის ქვეშ, გასაგები მიზეზების გამო. ალბათ, ის ელოდება იმ დროს, როდის დასრულდება ივანიშვილის ძალაუფლების ეპოქა, რომ მაშინ საკუთარი პოზიციები და აზრებიც ჰქონდეს. ეს მისი არჩევანია და იმ ხალხის, ვინც მას ხმა მისცა. მე არ ველი უახლოეს ხანებში მისი მხრიდან ასეთ მტკივნეულ საკითხებზე რაიმე ინიციატივებს ან მკაფიო პოზიციების დაკავებას. მკაფიო პოზიციებში არ ვგულისხმობ მაინცდამაინც ხელისუფლებისაგან განსხვავებულ პოზიციებს. თავისთავად, როდესაც პრეზიდენტი ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე პოსტფაქტუმ ერთვება საჯარო დისკუსიაში, როცა ყველაფერი დამთავრდა: მეორე მოსმენით მიიღეს, გადაიარა კანონთან დაკავშირებულმა თემებმა და მერე გამოდის და რაღაცას ამბობს... პრეზიდენტი მე სხვაგვარად წარმომიდგენია. სახელმწიფოს მეთაური, რომელიც სწორედ ამ სფეროს, მართლმსაჯულების როგორც სახელისუფლებო შტოს გამართვაში უნდა მონაწილეობდეს და მის სწორ ფუნქციონირებაში. თუ თვლის, რომ მართალია ხელისუფლება, მაშინ უფრო აქტიურად უნდა ცდილობდეს, რომ ნდობა გაზარდოს მურუსიძის და სხვა ადამიანების მიმართ, რადგან მისი დანიშნულებაა, რომ არ დაუშვას ის, რაც ხდება დღეს - ეროზია და ასეთი ნდობის დაკარგვა მართლმსაჯულების სისტემისადმი“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 22 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსა და მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა უმრავლესობის პოზიცია გაიზიარა იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის 5 რეკომენდაციიდან 4 გაითვალისწინა, რაც შეეხება მოსამართლეთა არჩევის ფარულ კენჭისყრასთან დაკავშირებულ რეკომენდაციას, ზურაბიშვილის შეფასებით, ის უხერხულობას ქმნის.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია