შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"თუ ვინმე ისევ გაბედავს და მდ. აჭისწყალზე შემოვა"...როგორ აპირებენ ლიხაურელები მდინარის ხეობის დაცვას

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37889 
 23 აპრილი 2019

"გურიის მოამბის" მიერ მოპოვებულ კონფიდენციალურ ინფორმაციას, სადაც საუბარია, ამ დღეებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში, მდინარე აჭის ხეობაში ინერტული მასალების მოპოვების სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებით, პეტიციის ავტორი, ლიხაურელი პედაგოგი ირმა გორდელაძე ეხმაურება და ლიხაურელების სახელით წერილს ავრცელებს, რომელსაც "გურიის მოამბე" უცვლელად გთავაზობთ: 

მე არ ვიცი რატომ ვრცელდება ხმები სოფელ ლიხაურის მცხოვრებთა მოსყიდვის შესახებ...ერთი ნამდვილად ვიცი, მდ. აჭისწყალი ხელშეუხებელია და მას სოფელი ბოლომდე დაიცავს.

გარემოს დაცვის სამინისტრო და წიაღის სააგენტო არის კორუპრირებული, ლიცენზიები გაცებულია ადმინისტრაციული სამოქალაქო კანონების უგულველყოფით, ასევე, არ იყო ინფორმირებული მოსახლეობა, ხოლო წიაღის მოპოვება ხდება უკონტროლოდ, კანონების დარღვევით.

ლიხაურმა აგვისტოში შაეჩერა მოქმედი კარიერების ვანდალური ჩარევა ბუნებაში, შეიმუშავა პეტიცია და სამართლებრივად აგრძელებს ბრძოლას, რათა აიკრძალოს მდ.აჭისწყალზე ქვა-ღორღის მოპოვება. პეტიციას მხარი დაუჭირა საკრებულომ და მერიამაც.

26 მარტს, ოზურგეთის საკრებულომ გააგზავნა სამინისტროში შუამდგომლობა პეტიციის დასაცავად, პასუხი ჯერ არ არის და ველოდებით ერთვიანი ვადის გასვლას, რომ პასუხი მივიღოთ.

რაც შეეხება თქვენი გაზეთით გავრცელებულ ინფორმაციას, უკვე 3 საათია სხვადასხვა ინსტანციებში ვამოწმებ, არიან თუ არა ინფორმირებულები მოსალოდნელი ფაქტის შესახებ, გაგიკვირდებათ და ჯერ არავინ არაფერი იცის. გავაგრძელებ ძიებას.

მინდა გამცნოთ ლიხაურელთა აზრი, ვერავინ და ვერც ერთი კომპანია ვერ შემოვა მდ.აჭისწყალზე და თუ ვინმე ამას გაბედავს, სოფელი ფეხზე დადგება. მიიღებთ პანკისის ხეობას. ვინმემ არ გვეხუმროს.

მივმართავ ოზურგეთის საკრებულოს, მერიას, გურიის გუბერნიას, დაიცავით თქვენი ამომრჩევლები და მოსახლეობა. ლიხაური უკან არ დაიხევს. ის ბოლომდე იბრძოლებს მდინარის დასაცავად. საჭიროების შემთხვევაში მშვიდობიანი პროტესტის ყველა ფორმას გამოვიყენებთ და ყველა ღონეს და ძალას ვიხმართ მიზნის მისაღწევად. თუ საჭირო გახდა ცენტრალურ მედია საშუალებებსაც ჩავრთავთ.ლიხაურში მდგომარეობის დაძაბვა არავის აწყობს.

ასევე იბრძვიან სოფლები; მაკვანეთი, წითელმთა, გურიანთა, მელექედური... ეს გლობალურ სახეს მიიღებს, რათა გადავარჩინოთ გურიის მდინარეები და ეკოსისტემა.

ძალიან გთხოვთ, ვინმემ სისულელე არ ჩაიდინოს და ხალხის ნების წინააღმდეგ არ წავიდეს!

ლიხაური მზადყოფნაშია. რაც გარე მტერმა ვერ დაგვაკლო, შინაურმა გააკეთა_ნათქვამია წერილში, რომელიც "გურიის მოამბეს" მიაწოდეს.

ცნობისთვის, როგორც "გურიის მოამბეს" კარგად ინფორმირებულმა კონფიდენციალურმა წყარომ უთხრა, ინერტული მასალების მომპოვებელმა 10-მდე კომპანიამ, აჭის ხეობაში სამუშაოების გაგრძელების სქემა ერთობლივად შეიმუშავეს და ქვიშა-ღორღის მოპოვება უახლოეს დღეებში განახლდება. 

სქემის მიხედვით თავდაპირველად ხეობაში კომპანია "კავკაზუს ცემენტი" შედის, რომელიც ამ დროისათვის სხვა მრავალ პროექტთან ერთად ბათუმის ესტაკადის მსენებლობის მეორე ეტაპს ახორციელებს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია