შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბულინგის პრევენცია არასრულწლოვნებში – შეხვედრა ახალციხეში

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22368 
 24 აპრილი 2019
შეხვედრას სამცხე–ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი პაატა მანველიშვილი უძღვებოდა. მან არასრულწლოვნებთან მიმართებაში ბიუროს პრაქტიკასა და მართლმსაჯულების კდოექსზე ისაუბრა. „მოგეხსენებათ ჩვენი სამსახურის ერთ–ერთი მიმართულება არასრულწლოვანთა უფლებების დაცვაა. თუ არასწრულწლოვანი ჩაიდენს ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დანაშაულს, პირველ რიგში მის მიმართ განრიდების ღონისძიება განიხილება. ეს არ ითვალისწინების თავისუფლების აღკვეთას და საკმაოდ მსუბუქი ღონისძიებაა. თუ განმეორდა დანაშაული, კანონი მკაცრდება და შესაძლოა საქმე ციხემდეც მივიდეს“, – ამბობს პაატა მანველიშვილი. 14 წლის ლუკა ინასარიძის თქმით, ბავშვებისთვის მათი უფლებების ცოდნა მნიშვნელოვანია: „ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ის ნაწილი, სადაც საუბრობდნენ, თუ რისი უფლება არ აქვთ მშობლებს. მაგალითად, მშობლებს არ აქვთ უფლება რამე გვაიძულონ, ან რამე დაგვაძალონ. ჩემი აზრით ამ შემთხვევაში სხვანაირი ფსიქოლოგიური პრობლემები ეწყება ბავშს და ფსიქიკა სხვანაირად უყალიბდება“. მოსწავლეებთან შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტების ქსელის, ახალციხის ოფისის ორგანიზებით მოეწყო.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება