შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის ერთ–ერთი სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ამბობს, რომ მასზე კლასელმა იძალადა. საქმეს შსს გაუპატიურებისა და მუქარის მუხლებით იძიებს.

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 24 ოქტომბერი 2018
როგორც გოგონას დედა „სამხრეთის კარიბჭესთან“ ჰყვება მის შვილზე თანაკლასელმა 2017 წლის დეკემბერში, მეცხრე კლასში სწავლის დროს იძალადა, თუმცა ამის შესახებ 2018 წლის მარტში გაიგო. მისი თქმით, ამ ხნის განმავლობაში ბიჭი გოგონაზე როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად ძალადობდა : „ემუქრებოდა არსად თქვა, თორემ მოგკლავო. მოვითხოვ, რომ ეს ბიჭი სათანადოდ დაისაჯოს". საპირისპიროს ამტკიცებს ბიჭის დედა : „ჩემი შვილი არ არის დამნაშავე. არანაირი ძალადობა არ ყოფილა. თუ ჩემმა შვილმა იძალადა და გოგონა ამბობს, რომ ეს დეკემბერში მოხდა, იმის მერე კიდევ ჩემ შვილთან ერთად რატომ დადიოდა?! ძალით რომ ეკადრებინა თქვენთვის ვინმეს რამე, იმის გვერდით კიდევ გაივლიდით?! მოდიოდა ჩემ შვილთან ერთად სახლში, თამაშობდნენ კომპიუტერზე, ერთად ეძებნენ მასალებს ინტერნეტში“. გოგონას დედა ამბობს, რომ მომხდარის შემდეგ მისი შვილი თავს ცუდად გრძნობს. მასთან სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი მუშაობს.„სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი პრობლემის იდენტიფიცირების მომენტიდან ფლობენ ინფორმაციას და აქტიური კომუნიკაცია აქვთ ბავშვთან და მის ოჯახთან. ინტენსიური ურთიერთობის პროცესში გამოკვეთილი საკითხები კომპეტენტური პირების ჩართულობით ეტაპობრივად გვარდება“, – აცხადებენ სოციალური მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 2018 წლის მარტში სოციალური მომსახურების სააგენტოდან შესული წერილის საფუძველზე დაიწყო. საქმის მოკვლევა თავიდან 16 წელს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის მუხლით დაიწყეს, 19 სექტემბერს კი საქმე გადაკვალიფიცირდა და გამოძიება გაუპატიურებისა და მუქარის მუხლებით მიმდინარეობს: "გოგოს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდა, თუმცა დასკვნის შესახებ ინფორმაცია ჯერ ცნობილი არ არის". სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც სამართალდამცველებმა გოგოს და ბიჭის კლასელები დასაკითხად პოლიციაში დაიბარეს: "სამმართველოში დამიბარეს როგორც მშობელი, ჩემი შვილი ამ გოგონას კლასელია. დეკემბრის ამბავია და ჩვენ ოქტომბრის დასაწყისში გავიგეთ, დეტალები არ ვიცი. დედამისს უჩივლია. გოგონა სკოლაში დადის, გაკვეთილებს ესწრება. სპორტსმენი ბავშვია, სიგელი ხშირად მოაქვს სკოლაში და ამისთვის შექებას იმსახურებს“. მომხდარის შემდეგ, გოგოს დედის მოთხოვნით ბიჭი სასწავლებლად სხვა სკოლაში გადაიყვანეს. [თინათინ ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია