შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახმეტაში საცხენოსნო სეზონი1 მაისს გაიხსნება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=38440 
 27 აპრილი 2019

ახმეტის მუნიციპალიტეტში საცხენოსნო სეზონი 1 მაისს გაიხსნება.  როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სეზონის გახსნის პარალელურად, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.

,,1 მაისს წლის საცხენოსნო სეზონი 11:00 საათზე ღონისძიებით გაიხსნება. გაიმართება კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით. 11:30 საათზე გაიმართება დოღი-გარბენი სხვადასხვა დისტანციებზე. 14:00-15:00 საათზე კი მოხდება წარმატებული სპორტსმენებისა და სხვადასხვა გარბენში გამარჯვებულთა დაჯილდოება”,– აცხადებენ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია