შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"საით მიდის ბიძინა ივანიშვილის საქართველო"?!

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37945 
 26 აპრილი 2019

"ასევე ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ახალი თუ ძველი პოლიტიკური ჯგუფების მეტნაკლებად ანგარიშგასაწევი გაერთიანება არ გაჩნდეს 2020-ისთვის, ანუ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ოპოზიციურ ფლანგზე დაყოფისა და ბატონობისთვის. ამ ფონზე ისევ წამოწევს წინა პლანზე „ნაციონალების“ რევანშის საშიშროებას და მიზანიც მიღწეულია. ანუ იმუშავებს ზემოთხსენებული პრინციპით - სხვები ჩემზე უარესები არიან.

მაგრამ, აქ მთავარ საკითხს ვაწყდებით - ვისით უნდა დაკომპლექტდეს თავად „ოცნების“ საპარლამენტო სია?! 100 პარლამენტარს შეიძლება იოლად გადაუგრიხო ხელები კობახიძის მიერ გატანილი კანონპროექტებისთვის ხმის მისაცემად, მაგრამ ამომრჩეველი როგორ გინდა აიძულო კობახიძეს მისცეს ხმა, თუნდაც „მიშა-მგელი მოდის და შეგჭამს“ პრინციპით?!

მთავარი საფიქრალი, რაც ბიძინა ივანიშვილს უნდა ჰქონდეს, არის თუ რა ერქმევა მის ეპოქას საქართველოს უახლოეს ისტორიაში? ზვიადმა - თავისუფლებასთან მიგვიყვანა, შევარდნაძემ - ქვეყანას საგარეო პოლიტიკური როლი განუსაზღვრა, მიშამ - ამბიცია, დინამიკა, ტურისტული მომხიბვლელობა შესძინა.

ის, რომ მიშას დამმარცხებელია, ქვეყანაში სტაბილურობაა და ჩამოთვლილი ლიდერებისგან განსხვავებით, მის დროს ქვეყანაში ომი არ ყოფილა, ვფიქრობ, მისი როლისთვის და მასშტაბისთვის ეს საკმარისი არ არის.

რა დაერქმევა მის ეპოქას საქართველოს ისტორიაში - ეკონომიკური აღმავლობის, საგანმანათლებლო რევოლუციის, გეოსტრატეგიული ფუნქციის გაფართოების?! რისკენ, საით მიდის ბიძინა ივანიშვილის საქართველო?! - თუ ივანიშვილი ამ კითხვაზე პასუხს გასცემს, მას 2020-შიც არ გაუჭირდება ხელისუფლების შენარჩუნება.

პრობლემა „ოცნების“ დაშლა კი არა, „ოცნებიდან“ მეტ-ნაკლებად ცნობადი სახეების გასვლა და პულტთან მჯდომი „ვალოდია ჯინჭარაძეების“ დარჩენაა, რომელთა სახელებიც, ვგონებ, მეზობლებმაც კი არ იციან. ასე უსახური უმრავლესობა ჩვენ არ გვყოლია"-აცხადებს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე "ინტერპრესნიუსთან".

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია