შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სიკეთის კეთებასაც სიბრძნე სჭირდება..!”- ჭაბუა ამირეჯიბი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37951 
 26 აპრილი 2019

“სიკეთის კეთებასაც სიბრძნე სჭირდება.!” – ამბობდა მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი და რთულია კლასიკოს მწერალს ამაში არ დაეთანხმო.

“რაც ადამიანი არსებობს, სიკეთე და ბოროტებაც არსებობს, თანაც გვერდიგვერდ, მაგრამ ბოროტება ისე ხმაურობს, ხანდახან ფიქრობ, ქვეყნად მარტო ის არისო.

არადა, სამყაროს ჩუმი სიკეთე მართავს. მერე რა, რომ ხშირად შეუმჩნეველი რჩება. ყველა ადამიანშია სიკეთისა და ბოროტების მარცვალი. მთავარი ისაა, რომელს მისცემ გაღვივების უფლებას.

უდიდესი მეცნიერებაა იყო ბრძენი, ხოლო უდიდესი სიბრძნეა იყო კეთილი. ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაგვარჩენს.

სიკეთის კეთებასაც სიბრძნე სჭირდება. კეთილი ის კი არ არის, ვინც სიკეთეს აკეთებს, არამედ ის, ვისაც ბოროტების ქმნა არ შეუძლია!”

ამონარიდს მწერლის რომანიდან “დათა თუთაშხია”

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა