შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბაქრაძე – ინსტიტუციების შექმნის მაგივრად მთავრობამ გააუქმა და ჩამოშალა უწყებები

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
 26 ოქტომბერი 2018

,,ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, თვითმმართველი ქალაქების გაუქმება და პრეზიდენტის არჩევის ახალი წესი უკან გადადგმული ნაბიჯია.

დავით ბაქრაძის განცხადებით, ძალების დაბალანსების და ინსტიტუციების შექმნის მაგივრად, მთავრობამ გააუქმა და ჩამოშალა უწყებები, რაც ქვეყნის განვითარებაზე უარყოფითად აისახება.
,,საქართველოში სულ იყო მმართველობა ერთი ადამიანის ხელში, რაც პრობლემებს ქმნიდა. ჩვენ გვჭირდება ბევრი ინსტიტუცია, რომელიც იქნება მთავრობის საქმიანობის მაკონტროლებელი. ამის მაგივრად კი მთავრობამ გააუქმა თვითმმართველი ქალაქები, ჩამოშალა პრეზიდენტის ინსტიტუტი და მივიღეთ ის, რომ ქვეყნის ლიდერს მოსახლეობა პირდაპირი არჩევნების გზით ვეღარ აირჩევს. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილებები ისე, რომ არავის აზრს არ მოუსმინა. ეს ყველა ქმედება არის ტესტი იმის გასაგებად, თუ რამდენის მოთმენა შეუძლია ხალხს. სწორედ არჩევნები არის ის ტესტი, რომელიც უნდა ჩააბაროს მოსახლეობამ’’, – განუცხადა Knews.ge-ს დავით ბაქრაძემ.

ავტორი: მაკა ხაზიური

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია