შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თუშეთის გზის გაწმენდითი სამუშაოები დროებით შეჩერდა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30633 
 30 აპრილი 2019
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 25-ე კმ-ზე დიდი ზომის ლოდები ჩამოწვა, რის გამოც თუშეთის საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები დროებით შეჩერდა.
"რა ტექნიკაც გაგვაჩნია, ამ ლოდების გადატანას სამწუხაროდ ვერ ვახერხებთ. კოორდინაციაში ვართ საგზაო დეპარტამენტს, მათ პრობლემის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია აქვთ და ველოდებით რეაგირებას. ზუსტად ვერ გეტყვით, შესაძლოა ბურღვა- აფეთქების სამუშაოების ჩატარებაც გახდეს საჭირო. ამის შემდეგ კი უკვე გზის გაწმენდას გავაგრძელებთ. ჩვენი კომპანია განაგრძობს თუშეთის გზის მოვლა- პატრონობას, რადგან კიდევ დაახლოებით 5 000 ლარამდე თანხაა ასათვისებელი. თანხის ამოწურვის შემდეგ უკვე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას გადავაბარებთ აღნიშნულ ვალდებულებას,“- განაცხადა კომპანია ,"გერალის,“ დირექტორმა, ლევან წიკლაურმა.

ცნობისთვის, თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა ყოველწლიურად, ოქტომბრის ბოლოდან მაისის ბოლომდე იკეტება. იქ მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობას კი საკვებით და მედიკამენტებით ვერტმფრენის საშუალებით ადგილობრივი თვითმმართველობა უზრუნველჰყოფს.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია