შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო/ვიდეო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22406 
 28 აპრილი 2019
მაცხოვრის ამაღლების ტაძარში სადღესასწაულო მსახურება 23:00 საათზე დაიწყო და გათენებამდე გაგრძელდება. ტაძარში, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის 2019 წლის სააღდგომო ეპისტოლე წაიკითხეს, რის შემდეგაც სასულიერო პირებმა, ტაძრის მსახურებმა და მრევლმა, ხატებითა და სანთლებით, ტაძრის გარშემო მსვლელობა, ლიტანიობა გამართეს.აღდგომის დღესასწაულზე მორწმუნეებისთვის 50-დღიანი მარხვა დასრულდა. აღდგომის შემდეგ, ბრწყინვალე შვიდეული მსგეფსია და ეკლესიურ ადამიანებს ყოველგვარი საკვების მიღება შეეძლებათ. წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. მართლმადიდებლური სწავლებით, უფალი ჯვარცმით ჯოჯოხეთში ჩავიდა, შემუსრა იგი და იქედან მართალთა სულები ამოიყვანა, რომლებიც ადამისა და ევას ცოდვის შემდეგ ჯოჯოხეთში იმყოფებოდნენ და სამოთხეში ვეღარ ხვდებოდნენ. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სამართალი