შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ შილდაში მოსახლეობა აქციას გეგმავს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=38459 
 30 აპრილი 2019

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ისინი სტიქიისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით 2 მაისს აქციის გამართვას გეგმავენ. ადგილობრივები ცენტრალური გზის გადაკეტვას აპირებენ.

სოფელი შილდა სეტყვამ 28 აპრილს დააზარალა. სტიქიამ, რომელიც ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, ვენახები გაანადგურა.
სეტყვას თან ძლიერი ქარი ერთვოდა. ქარმა ხეები მოგლიჯა, რის გამოც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გზის სავალი ნაწილი ჩახერგილი და საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები