შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ქალბატონი სალომე კიბერშეტევაა ქვეყანაზე“

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37987 
 30 აპრილი 2019

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის შეცდომა და სკანდალი - დონალდ ტრამპის „ტვიტის“ გაზიარების გამო სალომე ზურაბიშვილი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

საუბარია ტრამპის განცხადებაზე ჯო ბაიდენზე, სადაც ის ბაიდენს „მძინარას“ უწოდებს.

აღნიშნულს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თავად სალომე ზურაბიშვილია კიბერშეტევა ქვეყანაზე:

„ცოტა უნდა ჩამოყალიბდნენ, როცა კომენტარს აკეთებენ. მგონი, ჩვენს ძალოვან უწყებებს თავისი პრობლემები ეყოფათ, ახლა შინაგანი კიბერშეტევები რომ არ გავუჩინოთ საძიებელი. ასე რომ დავემსგავსებით შავ ოთახში შავი კატის ძებნას. არ მგონია, რომ ახლა კიბერშეტევა იყოს. ვფიქრობ, რომ ქალბატონი სალომეა კიბერშეტევა ქვეყანაზე“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია