შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პრობლემები, რომელიც საპატრიარქოს კედლებიდან არ ჩანს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37972 
 29 აპრილი 2019

პრობლემები, რომელიც საპატრიარქოს კედლებიდან არ ჩანს. პატრიარქის ეპისტოლეს, მრევლიც და სასულიერო პირებიც ყოველ წელს, ყველაზე მეტად ელოდებიან, თუმცა ილია მეორის წლევანდელმა მიმართვამ, ბევრს იმედი გაუცრუა. ქვეყანაში, სადაც ათასობით ადამიანი, უკიდურესი გაჭირვების და შიმშილის ზღვარზეა, პატრიარქი 12 გვერდიან სააღდგომო ეპისტოლეში მთავარ პრობლემად ათეიზმს ასახელებს. ის, რომ უკიდურესად გაჭირვებული ადამიანები, პატრიარქს ეპისტოლეში ვერ მოხვდნენ, თეოლოგებს ეჭვს უჩენს, რომ წლის მთავარი მიმართვა ილია მეორეს არ დაუწერია - ეპისტოლეს ავტორები, სავარაუდოდ გავლენიანი სასულიერო პირები არიან, ვისთვისაც შიმშილის ზღვაზე მყოფ ადამიანებზე მნიშვნელოვანი სულ სხვა პრობლემები აღმოჩნდა.

"უბრალოდ, საპატრიარქო სოციალურად გამიჯნულია რეალობისგან. მომეჩვენა, რომ ის არ აღიქვამს საზოგადოების პულსის ცემას. ამ აღდგომას ჩვენ შევხვდით უამრავი მიუშის გარდაცვალებით, სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახებითა და მოშიმშილე ბავშვებით. ვფიქრობ, ეს ასახული უნდა ყოფილიყო ეპისტოლეში"-ამბობს დედა სიდონია. 

"აცდენილები არიან კაცთმოყვარეობას, ქრისტეს მიერ სიყვარულს და მართლმადიდებლობის უმთავრეს პოსტულატებს, მე ვთქვი, რომ ეს არ არის პატრიარქის ეპისტოლე. ის სავარაუდოდ დაუწერეს და აქ არის უფრო მატრიარქატის გავლენა"-აცხადებს თეოლოგი გოჩა მირცხულავა. 

"ისინი ამბობენ, რომ თითქოს რაღაც ბოროტებთან და ათეისტებთან უწევთ მათ ბრძოლა და არის კრიტიკის მიმართ მათი მძიმე დამოკიდებულება. მათ მოახდინეს საზოგადოების სტიგმატიზირება. არც ერთი პრობლემა და საკითხი პირველ პირში არ დაისვა და მათ ბრალეულობაზე არ არის საუბარი" -ამბობს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი. 

ილია მეორეს სადღესასწაულო გზავნილები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია, ბოლო ათი წლის დაკვირვებით, ეპისტოლეში მოყოლილი ამბები წლის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს ეხება ხოლმე. ათი წლის წინ პატრიარქი ტერიტორიულ მთლიანობაზე აკეთებდა აქცენტს და პოლიტიკურ საკითხებს მიმოიხილავდა, მისი ეპისტოლე არაერთხელ გამხდარა სკანდალის და საზოგადოების ერთი ნაწილის უკმაყოფილების მიზეზი, 10 წლის შემდეგ აღდგომის დღესასწაულზე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისთვის მთავარი გამოწვევა ათეიზმი აღმოჩნდა. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია