შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ადიგენში მომხდარი ავარიის დროს, საჭესთან საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იჯდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22410 
 30 აპრილი 2019
საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ვარხნის მკვიდრია. როგორც "სამხრეთის კარიბჭესთან" ფაქტის თვითმხილველი ყვება, იგი ამ დროს თავისი კუთვნილი მანქანით სასაფლაოდან შინ ბრუნდება და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ "მერსედესის" მძღოლი სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელია. შეკითხვაზე, რა აჩვენა ალკოტესტმა და იყო თუ არა ის ნასვამ მდგომარეობაში, გვპასუხობენ, რომ "შესაბამისი ექსპერტიზები დანიშნულია და გამოძიება მიმდინარეობს. მას შემდეგ რაც ექსპერტიზის პასუხები იქნება, გაირკვევა ავარია ვისი ბრალეულობით მოხდა". შსს მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით იძიებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. შემთხვევა, გუშინ, 29 აპრილს საღამოს, სოფელ ბენარაში, აბასთუმნის გადასახვევთან მოხდა. ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი "ჟიგული" და "მერსედესი" შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა პოლიციის თანამშრომელი. მსუბუქი დაზიანებები მიიღეს ჟიგულში მსხდომებმაც. მათ შორის ორი ხუთწლამდე ბავშვი იყო. [თამუნა უჩიძე, ადიგენი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია
საზოგადოება