შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„თუ შეცდომა გაიპარა, არ ნიშნავს რომ უნდა გაგიხარდეთ“

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37982 
 30 აპრილი 2019

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მორიგ სკანდალში ეხვევა - სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერის“ საკუთარი გვერდზე დონალდ ტრამპის განცხადება გაავრცელა, სადაც ტრამპი ჯო ბაიდენს „მძინარას“ უწოდებს. მოგვიანებით აღნიშნული გვერდიდან წაიშალა. შსს-მ შესაძლო კიბერთავდასხმის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.

საკითხზე კომენტარი საქართველოს პარლამენტის თავდასცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა გააკეთა და მომხდარს შეცდომა უწოდა:

„თუ რაღაც არასწორი ინფორმაცია ან გარკვეული შეცდომა გაიპარა, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გაგიხარდეთ და არ უნდა დაიწყოთ ამით მანიპულირება. არასასიამოვნოა, როდესაც ასე ხდება, მაგრამ თუ არის ეს შეცდომა, ეს გამოსწორებადია,. არ მგონია, რომ ეს მთავარი თემა იყოს,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ახლა საკითხით აჟიტირება ხდება:

„ამ ბოლო დროს თქვენ ისეთ თემებს აქცევთ ყურადღებას, როგორ თემებსაც ადრე უშვებდით ხოლმე საახალწლო ეთერებსა და კურიოზებში. ახლა მაინცდამაინც აჟიტირება ხდება. ეს ტექნიკური შეცდომა ვიღაცამ დაუშვა თუ არ დაუშვა, ესეც, მე არ ვარ ადრესატი, მათ უნდა ჰკითხოთ, რატომ დაუშვეს და ჩვენ აქედან აუცილებლად შევეცდებით, რომ ამ ქვეყანაში ატყდეს ერთი ამბავი, რატომ მოხდა ეს. არ მგონია, რომ ასეთ თემასთან დაკავშირებით, თუნდაც მექანიკურ შეცდომასთან დაკავშირებით, უნდა მოვაბათ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ცოტა უნდა ჩამოყალიბდნენ, როცა კომენტარს აკეთებენ. მგონი, ჩვენს ძალოვან უწყებებს თავისი პრობლემები ეყოფათ, ახლა შინაგანი კიბერშეტევები რომ არ გავუჩინოთ საძიებელი. ასე რომ დავემსგავსებით შავ ოთახში შავი კატის ძებნას. არ მგონია, რომ ახლა კიბერშეტევა იყოს. ვფიქრობ, რომ ქალბატონი სალომეა კიბერშეტევა ქვეყანაზე“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

 

00
FaceBook  
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია