შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მეუფე იობმა დავით გარეჯის ლავრაში წირვა-ლოცვა აღავლინა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/11379 
 02 მაისი 2019
2 მაისს, ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს, დილის 9 საათზე, რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) და ეპარქიის სასულიერო დასმა დავით გარეჯის ლავრაში წირვა-ლოცვას აღავლინა. ამის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ წინა დღეს ეპარქიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ეპარქიის წარმომადგენლის ცნობით, მსახურების ჩატარება სამონასტრო კომპლექსის ყველა ტაძარში იყო დაგეგმილი. ხოლო, ამავე ეპარქიის ცნობით, ყოვლადუსამღვდელოესი მეუფე იობი წირვას მაცხოვრის აღდგომის ტაძარში აღადგენდა. სააგენტო
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია