შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ კურდღელაურში 100 ძირი კაკლის ნერგი მოიპარეს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=38512 
 02 მაისი 2019

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში 100 ძირი კაკლის ხის ნერგი მოიპარეს. კაკლის ნერგების მოპარვის შესახებ სოფელ წინანდალში მცხოვრებმა იმედა კევლიშვილმა დღეს მიწის ნაკვეთში მისვლისას შეიტყო.

მისი გათვლით, მიღებული ზარალი 1500 ლარს აღწევს.

კევლიშვილმა კაკლის ნერგები მარტის თვეში, ბანკიდან აღებული სესხით იყიდა.

სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ. როგორც “კახეთის ხმას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ქურდობას გულისხმობს.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია