შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რელიგიის სააგენტომ სამცხე–ჯავახეთში რეგიონული წარმომადგენელი დანიშნა

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22440 
 02 მაისი 2019
რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე, რეგიონული წარმომადგენლობის შექმნის შესახებ, სამცხე-ჯავახეთში არსებული რელიგიური კონფესიებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს დღეს, ორ მაისს ესაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე, წარმომადგენლობაში მხოლოდ ერთი ადამიანი იქნება, რომელიც რელიგიურ ორგანიზაციებსა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაციისთვის იმუშავებს. სააგენტოს წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთში ისტორიკოსი ელვარდ ზაზაძე იქნება, ვაშაყმაძის განმარტებით, იგი რეგიონისა და მისი ისტორიის ცოდნის შესაბამისად შეირჩა. "ადგილობრივი მკვიდრია, აქვს პედაგოგიური გამოცდილება, მუშაობდა არქივში, სამხარეო მუზეუმში ერთ–ერთი წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი იყო, ამის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ, რომ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ყოფილიყო და ემუშავა ადგილობრივ რელიგიურ კონფესიებთან, რაშიც სრული მხარდაჭერა ექნება. მან რელიგიური კონფესიების პრობლემები თუ საკითხები ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებამდე უნდა მიიტანოს", – განაცხადა რელიგიის საქმეთა სააგენტოს ხელმძღვნალემა ზაზა ვაშაყმაძემ.რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს რეგიონული წარმომადგენელობის ოფისი, ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსდება.ახლად დანიშნული რეგიონული წარმომადგენელი, ელვარდ ზაზაძე ამბობს, რომ ადგილობრივ კონფესიებთან შეხვედრები უკვე დაწყებული აქვს: "მე ვიქნები ხიდი, ადგილობრივ უმცირესობებსა და ხელისუფლებას შორის, ყველა იმ საკითხს თუ პრობლემას მივიტან ხელისუფლებამდე, რაც მათ აინტერესებს და დავეხმარები მათ მოგვარებაში".რელიგიურ საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს, რეგიონული წარმომადგენლობები უკვე შექმნილი აქვს ქვემო ქართლსა და აჭარაში.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება