შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში ინტელექტუალური ვიქტორინა გაიმართა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22449 
 02 მაისი 2019
ინტელექტუალური შეჯიბრში ადიგენის მუნიციპალიტეტიდან ორი, ხოლო გორის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებიდან შვიდი სკოლა მონაწილეობდა.ვიქტორინის ორგანიზატორები მოსწავლეებს კითხვებს, სამოქალაქო განათლების განვითარებისა და გაძლიერების პროგრამის „მომავლის თაობის“ ფარგლებში შექმნილი დამხმარე სახელმძღვანელოებიდან უსვამდნენ. ვიქტორინაში გამარჯვება ქარელის მუნიციპალიტეტის ქვემო ხვედურეთისა და კეხიჯვრის საჯაროს კოლების მოსწავლეთა ხუთკაციანმა ჯგუფმა მოიპოვა. მათი გამარჯვება, ბოლო დამატებითმა კითხვამ განაპირობა.პროგრამა „მომავლის თაობის“ მიზანია, სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, პედაგოგების გადამზადება, დამხმარე სახელმძღვანელოების შეტანა სკოლებში და მოსწავლეების ჩართვა პროექტიულ სწავლებაში. სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავალი თაობა“, ხორციელდება PH International-ის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლების მეცნიერების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. [თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
სამართალი
სამხრეთის კარიბჭე

პატარა ხანჩალი დაისეტყვა