შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საგარეჯოში მოკლული 4 ადამიანის ცხედარს პროზექტურაში გადაასვენებენ

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=38573 
 03 მაისი 2019

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში, სადაც დღეს დილით 85 წლამდე მამაკაცმა შვილი, რძალი და კიდევ ორი ადამიანი მოკლა, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მანქანებით ცხედრებს პროზექტურაში გადაასვენებენ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

კახეთის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის,ზურა ბერიკაშვილის განცხადებით, მკვლელობა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.

მომხედარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე და 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, რომელიც ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 85 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელმაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა.

როგორც “კახეთის ხმას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით, სასიკვდილოდ დაჭრა ერთდროულად 4 ადამიაი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია