შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ივანიშვილი სანამ საბოლოოდ არ გამოწოვს ამ ქვეყანას, მანამ არსად არაა წამსვლელი“

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38037 
 02 მაისი 2019

 

გაიზარდა თუ არა ბოლო წლებში საქართველოში სიღარიბის დონე? -ამ კითხვის პასუხად არა ერთი კვლევის შედეგი აჩვენებს, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, არა თუ გაღარიბდა, არამედ შიმშილის ზღვარზეც კია.

მიუხედავად იმისა, რომ  ხელისუფლების წარმომადგენლებს ხალხის მძიმე გასაჭირი მედიის სუბიექტური მუშაობისთვის დაუბრალებიათ, თავად ბიძინა ივანიშვილმაც კი  საპრეზიდენტო არჩევნებამდე მიცემულ  ინტერვიუში აღიარა, რომ მოსახლეობა მძიმე სოციალურ მდგომარეობაშია და დაპირებული საუკეთესო მეოთხე და მომდევნო წლების ნაცვლად, სტატისტიკა მშიერი ბავშვების გაზრდილ რიცხვსა და გაძვირებული ცხოვრების ფონზე გაღატაკებულ მოსახლეობაზე მიუთითებს.

"არაფერი ვიცოდი, რეალურ მდგომარეობას მიმალავდნენ, რომ გავიგე მოსახლეობას წამლის საყიდელი ფული არ აქვს, რამდენიმე ღამე არ მიძინია“-განაცხადა ხელისუფლებაში მოსვლიდან მეექვსე წელს იმ ადამიანმა, რომელიც რეგიონ- რეგიონ გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობას ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან კეთილდღეობას, უფასო ფულს, ასობით ქარხანას, დასაქმებას, გაიაფებულ ცხოვრებას და რას აღარ პირდებოდა.

რას ველოდებოდით და რა მივიღეთ, ვინ უკეთესად აიწყო ცხოვრება და ვინ უარესობისკენ წავიდა, ფაქტი ერთია, რომ საქართველო ქართველების დიდი ნაწილისთვის უპერსპექტივო ქვეყნად იქცა და ამის დასტური უყველაფრობას გაქცეული და სხვადასხვა ქვეყნებში გადახვეწილი ასი ათასობით ემიგრანტია.

რატომ ვერ ხერხდება ქვეყანაში სიღარიბის დონის ნაცვლად სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდა და რას ფიქრობს მოსახლეობა მათი გასაჭირის მიმართ ხელისუფლების მიდგომებზე-ამ კითხვებით „გურიის მოამბემ“ რამდენიმე ადგილობრივს მიმართა და მათი შეფასებები მოისმინა.

ნელი ვანაძე, ნასაკირალი - პატრონი არ გვყავს, გავნიცდით ეკონომიკურ კრიზისს. ეს კრიზისი გამოიწვია იმან, რომ საქართველო გაიყიდა, დაქუცმაცდა, როგორც ადრე იყო. რეგიონებიც დანაწევრებულია- ქაქუთს იქეთ, გაცილებით უკეთესი მდგომარეობა აქვთ გლეხებს, ვიდრე აქ, გურიაში. ბევრი პრობლემები გვაქვს, სოფლის მეურნეობაში და კარგი იქნება, თუ მოგვაქცევენ ყურადღებას. ძალიან უკმაყოფილო ვართ გლეხები, მარტო არჩევნების დროს ვახსენდებით ჩვენს მთავრობას. როგორც დიდი ქალაქებში ხდება, ისე მოხდება ნამდვილად აქაც. ეს ცხვaრი ხალხი, მგელი რომ დაერევა, იმედია, მაშინ მაინც გაიღვიძებს.

 .. - მთავრობა არ უვარგა ქვეყანას და არ არიენ ნორმალური და იმიტომ არის სიღარიბე. .. - რომ გვიჭირს იმას ვხედავ. მე რა პროდუქტებსაც ვყიდი ის გაიაფდა და რასაც ვყიდულობ ისინი ძვირია და ვერ ვყიდულობ აი ამას ვხედავ.

ქეთევან ვასაძე - რომ არ არის სამუშაოები და დასაქმება, ამის ბრალია ქვეყანაში სიღარიბე. კარგი იქნებოდა, რომ გაეხსნათ ქარხნები, შვილები მაინც იმუშავებდნენ. საშუალების მეტი რა აქვენ , მარა იდებენ ჯიბეში.

 .. - რომ ვერ ძღება მთავრობა და გასიებული არიენ, ხალხი ფეხებზე ყავენ დაკიდებული. კაცი არა თავიანი იმფერი, რომე ქვეყანას მიხედოს.

თამარ ბენდელიანი - ხალხი არ ვარგა, გადასაგდებია აგი მთავრობა. ძალა ჩვენთანაა, ოღონდ უნდა ერთი ვიღაცა, რომელიც გამოგვიყვანს ხალხს და მას მივენდობით და დავამხობთ ამ მთავრობას.. მეტი არაფერი არ გვეშველება ჩვენ. ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ. გამოვიდეთ გარეთ, თორე ასე ამოგვხვდება სული ქართველებს. კიდე უფრო უარესი მდგომარეობა იქნება. გადავაგდოთ უნდა ეს მთავრობა. არაფერს არ გვიკეთებს. მარტო მათი კეთილდღეობისთვის არიან და მათი ნათესავებისთვის, ჩვენი ჯავრი არავის არაა აქვს.

 .. - გადასაშენებელიa შენი მთავრობა და იმის ბრალია.

სიმონ ჯინჭარაძე - სიზარმაცის ბრალია. პარლამენტი ასაფეთქებელია,  დასაბომბია. ყველა მიზდა ბრძოლობს და ხალხი არავის არ ახსოვს. ყველამ ვინც უმაღლესი დაამთავრა და პარლამენტში მოხვდა, ყველა ფიქრობს ფული საიდან იშოვოს, თორე ხალხი არავის არ ახსოვს. მაგენს ციხეში წასვლა ურჩევნიენ  სიმართლეს.

მადონა გოგუაძე-თვითონ ბიძინა იავნიშვილია ქვეყნის გაღატაკებაში დამნაშავე. ვერ გაძღა ვერც თვითონ და ვერც მთავრობა. სანამ ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ არ გამოწოვს ამ ქვეყანას, მანამ არსად არაა წამსვლელი. თუ რამე არის, ყველაფერი თავისი ჯიბისთვის უნდათ. საწყალ ხალხზე არავინ არ ფიქრობს. მთავარია, თვითონ იყვნენ მაძღრები.

ცნობისთვის, გასულ წელს UNICEF-ის "მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის" ბოლო ეტაპზე მიღებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა.

კვლევის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეროვნულ დონეზე, მოსახლეობის 5%, ბავშვების 6,8% და პენსიონერების 3,7% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.

უკიდურესი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია 1,25 აშშ დოლარი დღეში, რაც საშუალოდ ზრდასრულ პირზე თვეში 82,8 ლარია.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
პოლიტიკა