შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩინელი ბერების 10 მცნება, რომელიც გაიძულებთ, რომ შეიცვალოთ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38068 
 03 მაისი 2019

1. თუ გიყვარს ადამიანი, არ ჩაერევი მის პირად ცხოვრებაში. შენ ვერ გაბედავ დაურღვიო მას შინაგანი საზღვრები. 

2. მოეშვი იმაზე ფიქრს, როგორ მიიღო სიყვარული და დაიწყე მისი იქით გაცემა. რასაც გასცემ, დაგიბრუნდება. სხვა გზა არ არის.

3. დაიწყე ცხოვრება, მაგრამ ნუ დაიწყებ მზადებას იმ ცხოვრებისთვის, რომელიც მომავალში იქნება.

4. ამქვეყნად ყველა ტანჯვა იქიდან მოდის, რომ შენ დაგავიწყდა, რომ უნდა იცხოვრო და უბრალოდ, ისეთ საქმიანობას ეწევი, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს ცხოვრებასთან.

5. თუ გინდა იცხოვრო, ისწავლე ერთი რამ: მიიღე ყველაფერი და პირველ რიგში, საკუთარი თავი ისეთად, როგორიც ის არის.

6. თუ მდიდარი ხარ, არ იფიქრო ამაზე, ხოლო თუ ღარიბი – ნუ მიიღებ ამას სერიოზულად.

7. დაუშვი რაც შეიძლება მეტი შეცდომა, მაგრამ დაიმახსოვრე ერთი რამ: ნუ დაუშვებ ერთსა და იმავე შეცდომას ორჯერ. და შენ გაიზრდები.

8. მუდამ გახსოვდეს, რომ თავისუფლება – ეს უმაღლესი ფასეულობაა და თუ სიყვარული არ გაძლევს ამ თავისუფლებას – ესე იგი, ეს სიყვარული არ არის.

9. ნუ ასწავლი სხვას, როგორი უნდა იყოს ის... ეცადე, თავად გახდე სრულყოფილი.

10. შენ ძალიან გიყვარს პრობლემების შექმნა... უბრალოდ, დაინახე ეს და პრობლემები უცებ გაქრება.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია