შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

განათლების კანონიდან სიტყვა ლიბერალურის ამოღებას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22462 
 03 მაისი 2019
ამის შესახებ on.ge წერს. ინიციატივის ავტორები "ქართული ოცნების" დეპუტატები, ალექსანდრე ქანთარია და გენადი მარგველაშვილი არიან.დეპუტატები კანონპროექტის მიღების საჭიროებას ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის აუცილებლობით ხსნიან.დეპუტატები წერენ, რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნები არ შეესაბამება ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მოთხოვნებს და სულისკვეთებას.კერძოდ, ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მიზნად განსაზღვრულია ,"მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობებისგაცნობიერებაში ხელის შეწყობა".კანონპროექტის მიხედვით, ქანთარიასა და მარგველაშვილს სურთ, რომ ეს ჩანაწერი ასე შეიცვალოს: "მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღ წესსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება".[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება