შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული ექვსი თანამშრომლიდან სასამართლოს ორმა მიმართა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22457 
 03 მაისი 2019
ახალციხის რაიონულ სასამართლოში სარჩელი მათი ინტერესების დამცველმა ირაკლი ბარძიმაძემ დღეს, სამ მაისს შეიტანა.„ვითხოვთ უკანონო ბრძანების გაუქმებას და სამსახურში აღდგენას, ან იგივე, ან შესაბამის ნებისმიერ პოზიციაზე. ისინი უკანონოდ გაათავისუფლეს. ასევე, ვითხოვთ იძულებით განაცდურის, თითო დღეზე 0.07% –ის ანაზღაურებას“, – განმარტავს ირაკლი ბარძიმაძე.ახალციხის ციხეზე რეორგანიზაცია მარტში განხორციელდა. შედეგად გაუქმდა შვიდი შტატი, ექვსი თანამშრომელი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს. სამსახურში აღდგენის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელის შეტანას სხვა გათავისუფლებული თანამშრომლებიც გეგმავდნენ. გასაჩივრების ვადა ხუთ მაისს იწურება. ახალციხის რაიონულ სამართლოს კი ამ დრომდე მხოლოდ ორმა მათგანმა მიმართა.[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
სამხრეთის კარიბჭე

მოლოდინი

საზოგადოება