შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში მუსიკოს პავლე დემურიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=38595 
 04 მაისი 2019

თელავის ნ. სულხანიშვილის სახელობის სახელმწიფო სამუსიკო სკოლის წინ მუსიკოს პავლე დემურიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.

პავლე დემურიშვილი დაიბადა თელავში,  1962 წელს დაამთავრა ქ. თელავის პედაგოგიური ინსტიტუტი, 1967 წელს თელავის მუსიკალური სასწავლებელი, 1972 წელს ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

იგი 1962-1965 წლებში იყო ქ. თელავის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1964-1996წწ. თელავის N8 საშუალო სკოლაში სიმღერისა და გუნდის პედაგოგი, 1973 წლიდან თელავის მუსიკალური სასწავლებლის ქალთა კამერული გუნდის დამაარსებელი და ხელმძღვანელი; 2009 წლიდან საგუნდო კოლექტივის გაუქმების შემდეგ თელავის კულტურის ცენტრთან არსებული ქალთა კამერული გუნდის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

,,ჩემს განვლილ გზას რომ გადავხედე, მართლაც ბევრი საქმე მაქვს გაკეთებული. ვარსკვლავის გახსნა ჩემთვის დიდი პატივია და მიხარია რომ ამაში მონაწილეობა ჩემმა ყოფილმა თანამშრომლებმა, მოსწავლეებმა და სხვა თელაველებმა მიიღეს”,- განაცხადა პავლე დემურიშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია