შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რეზინის სათამაშოების საფრთხე: მეცნიერთა შემაძრწუნებელი დასკვნა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38055 
 03 მაისი 2019

პოტენციურად პათოგენური ბაქტერიები იმ სათამაშოების 80%-ში აღმოჩნდა, რომლებიც თავისუფლად იყიდება მაღაზიებში და ასევე შეაქვთ საბავშვო ბაღებში.
ბავშვებისთვის განკუთვნილი რეზინის სათამაშოები აბაზანისთვის, რომლებიც აქამდე სრულიად უსაფრთხოდ მიიჩნეოდა, რეალურად დიდი საფრთხის შემცველია, ვინაიდან მათ შიგნით იდეალური გარემოა შექმნილი პათოგენური მიკროორგანიზმების არსებობისთვის, იუწყება შვეიცარიის წყლის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფედერალური ინსტიტუტი საკუთარ ვებ-გვერდზე.

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა შვეიცარიის ხელისუფლების დაკვეთით რეზინის სათამაშოები გამოიკვლია და მათ შიდა ზედაპირზე ბაქტერიებისა და სოკოს სქელი ფენა აღმოაჩინა, რაც გარეთ გამოიდევნება, როდესაც ბავშვი მათ ხელს უჭერს. ამასთან დაკავშირებით შვეიცარიის ხელისუფლებამ სპეციალური განცხადებაც კი გაავრცელა.

რეზინის სათამაშოების კვლევაზე შვეიცარიის წყლის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფედერალური ინსტიტუტისა და ასევე ილინოისის უნივერსიტეტის (UIUC) სწავლულები მუშაობდნენ. ისინი თერთმეტი კვირის განმავლობაში ათავსებდნენ წყალში რეზინის სათამაშოებს და ასხამდნენ მათ თავისა და ტანის შამპუნებს. ამის შემდეგ მეცნიერებმა სათამაშოები გაჭრეს და და მათი შიდა ზედაპირი შეისწავლეს.

კვლევის შედეგებმა სწავლულები შეაძრწუნა. სათამაშოების შიდა ზედაპირის ყოველი კვადრატული სანტიმეტრი 5-დან 75 მილიონამდე ბაქტერიას შეიცავდა!

ოტენციურად პათოგენური ბაქტერიები იმ სათამაშოების 80%-ში აღმოჩნდა, რომლებიც თავისუფლად იყიდება მაღაზიებში და ასევე შეაქვთ საბავშვო ბაღებში.

EAWAG-ის პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ რეზინის სათამაშოების „ბინადრების“ გამუდმებული სიახლოვე, ერთი მხრივ, აძლიერებს ბავშვის იმუნურ სისტემას, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ „სოკოებისა და ბაქტერიების სუპი“ ბავშვს სახეზე მოხვდა, ამან შესაძლოა თვალის, ყურისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სერიოზული ინფექციები გამოიწვიოს.

გამომდინარე აქედან, მეცნიერები სერიოზულად დავობენ სათამაშოებზე არსებული სასტვენი ნახვრეტის თაობაზე, საიდანაც ხვდება კიდეც წყალი მის შიგნით. სპეციალისტთა ერთი ნაწილი მოითხოვს, რომ ეს ელემენტი საერთოდ მოაშორონ სათამაშოებს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა