შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რუსეთის ჰიბრიდული ომის გაგრძელებაა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38075 
 04 მაისი 2019

ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“სალომე ზურაბიშვილის განცხადებები იყო ზუსტად იმ ჰიბრიდული ომის გაგრძელება, რასაც რუსეთი ეწევა ჩვენს წინააღმდეგ. ის იყო ზუსტად მტრის წისქვილზე წყლის დასხმა. შეხედეთ, საერთოდ რა ხდება შავი ზღვის აკვატორიაში ბოლო პერიოდში, გემი გემზე შემოდის, როგორც ნატოსი ისე ამერიკის. თითქმის უკვე აქტიური სამზადისი და მოქმედებები მიდის და ამ დროს რას აკეთებს ჩვენი პრეზიდენტი? განცხადებით გამოდის, რომ არანაირი ამერიკული ბაზები ჩვენ არ გვჭირდებაო. ეს რას ნიშნავს? ამიხსნას ვიღაცამ მარტივ ენაზე. არის თუ არა ეს მავნებლობა თუ არა.

მთელი ჩვენი დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში ვისწრაფვით, რომ უსაფრთხოება განვიმტკიცოთ. მოვხვდეთ ალიანსის შემადგენლობაში თუ სამეზობლოში, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებას უფრო მეტად დაიცავს. დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა მოლაპარაკებებიც, სურვილებიც და მცდელობებიც, რომ ვიღაცა შემოგვეყვანა ჩვენი ინტერესების დასაცავად. ამ დროს პრეზიდენტი იძახის, რომ არანაირი ამერიკული ბაზები ჩვენ არ გვჭირდებაო. ეს არ არის ჰიბრიდული ომის გაგრძელება?!” – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია