შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

6 ისტორია, რომლებიც გვახსენებენ, რომ სიყვარული ნამდვილად არსებობს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38084 
 04 მაისი 2019

image

ზოგჯერ, დაშორების თუ გართულებული ურთიერთობების ფონზე, ადამიანებს იმის შეხსენება სჭირდებათ, რომ ნამდვილი სიყვარული არსებობს. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთი 70 წელია უყვართ და ისეთებიც, რომლებიც 3 წელს იცდიან, რომ ხელის თხოვნისთვის საჭირო მომენტი შეარჩიონ.

 

1. ამბავი მამაკაცზე, რომელსაც ცოლი კიბოთი გარდაეცვალა

imageბენის ცოლი ელი ფილტვების კიბოთი გარდაიცვალა 2011 წელს. ბენი და მისი პაწაწინა ქალიშვილი დედის და მეუღლის გარეშე დარჩნენ. 2 წლის შემდეგ ბენმა და ოლივიამ ბენისა და ელის ქორწილის ფოტოები“გააცოცხლეს"imageეს ფოტოები ნამდვილი გამოხატულებაა იმისა, რომ სიყვარული არ კვდება.

image

 

2. ამბავი 14 წერილზე

imageტიმოთი ჩინს შესანიშნავი ფანტაზია აღმოაჩნდა, რომელსაც ახლა მისი ცოლი კენდისიც აფასებს. მათი შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ ტიმოთი კენდისს წერილებს სწერდა. თითქოს უჩვეულო არაფერია, რომ არა ერთი ფაქტი: წერილების რიცხვი 3 წლის განმავლობაში სულ 14 იყო და თითოეული მათგანი საიდუმლო გზავნილს წარმოადგენდა.imageყოველი წერილის პირველი ასოებით მიიღებოდა: Will you marry me? -გამომყვები ცოლად?

image

3.ერთი ფოტოს ამბავი

imageარტურმა და მისმა მომავალმა მეუღლემ ჯეინმა ეს ფოტო 1949 წელს გადაიღეს სკოლის გამოსაშვებ საღამოზე და მას შემდეგ ერთად არიან. მამაკაცს კი ეს ფოტოსურათი ყოველთვის თან დააქვს.

 

4.ჯონ კრასინსკი და ემილი ბლანტი

imageემილი ბლანტის და ჯონ კრასინკის წყვილს ბევრი ადამიანი იცნობს, თუმცა ცოტამ თუ იცის თუ რა ძლიერ უყვართ მათ ერთმანეთი. თავისუფალ დროს მოიხელთებდა თუ არა, ჯონი 6000 მილს (დაახლოებით 10 000კმ.) გადიოდა, რომ მეუღლე მოენახულებინა, სანამ ის გადაღებებზე იყო.

 

5.ამბავი დისტანციური სიყვარულისა

imageამ წყვილის ურთიერთობას 21 წელი შეუსრულდა, თუმცა არავის ეგონა, რომ მათი სიყვარული ამდენ ხანს გასტანდა. როცა ქალი ჯერ კიდევ ჩინეთში იყო, მამაკაცი აშშ-ში გადავიდა და მთელი 5 წლის მანძილზე მათ მხოლოდ ეს წერილები აკავშირებდათ.

 

6.ამბავი წყვილზე 68 წლიანი სიყვარულით

imageდონალდ და ოლი კინგები უკვე 68 წელია ცოლ-ქმარი არიან. მათ არასოდეს გაუტარებიათ ერთ დღეზე მეტი დრო ცალ-ცალკე.დონალდის თქმით, ბედნიერია, რომ ამდენი წელი ოლისთან ერთად გაატარა, სიყვარულში.image

წყარო: intermedia.ge

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა