შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დღეს ოზურგეთში ქართული ჩაის ფესტივალი გაიმართა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 მაისი 2019

დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქ. ოზურგეთში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართული ჩაის ფესტივალი გაიმართა.

ფესტივალი  მუნიციპალური პროექტის, “ჩაის გზა“, ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ითვალისწინებს ქართული ჩაის პოპულარიზაციას როგორც სამრეწველო, ასევე ტურისტული მიმართულებით.

ფესტივალის სტუმრებმა დააგემოვნეს 20-მდე ქართული ჩაის მწარმოებელი საოჯახო მეურნეობების და საწარმოების პროდუქცია. ასევე, “საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით ჩატარდა ჩაის ოსტატთა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი და კონფერენცია თემაზე “ქართული ჩაის სამრეწველო და ტურისტული შესაძლებლობები“.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი თაფლის, მშრალი ხილის, ღვინის, თევზის და ყურძნის ნაწარმი. სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაეთვალიერებინათ ეთნოგრაფიული კუთხე და დაეგემოვნებინათ ადგილობრივი ტრადიციული კერძები.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია