შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დავით გარეჯის ტერიტორიაზე ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ხვალიდან პატრულირებას იწყებს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=38666 
 06 მაისი 2019

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ხვალიდან პატრულირებას იწყებს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ პატრულირება მშვიდობიანი იქნება.

,,დავით გარეჯის ტერიტორიაზე ხვალიდან ვიწყებთ პატრულირებას, რომელიც აბსოლუტურად მშვიდობიანი იქნება. მოძრაობა იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ ტურისტულ მარშრუტზე, რომელზეც ჩვენ ვმოძრაობთ. ეს იქნება განკუთვნილი, პირველ რიგში იმისთვის, რომ არ შეიქმნას ინფორმაციული ვაკუუმი, რომელიც ხშირად ჩვენს სახელმწიფოებივ ინტერესებს აზიანებს.

ვგულისხმობ იმას, რაც მოხდა ამ ბოლოს დავით გარეჯში. 3 დღიანი ვაკუუმი იყო, რომლის პერიოდშიც საზოგადოება საერთოდ არ იყო ინფორმირებული პრობლემის შესახებ და მხოლოდ მე-4 დღეს გავიგეთ ის, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დაკეტეს საზღვარი და მისასვლელი ბილიკები ეკლესიასთან. ამიტომ ეს იქნება არა უფრო ანტისაოკუპაციო მოძრაობის ფორმატში, არამედ უფრო საზოგადოებრივი მოძრაობა. ადგილობრივი მოსახლეობაც ძალიან მოტივირებული, შეწუხებული და შეშინებულია.

მათთან ერთად ვიქნებით ჩვენ კოორდინაციაში. ბუნებრივია, საქმის კურსში ჩავაყენებთ ადგილობრივ თვითმმართველობასაც, მესაზღვრეებსაც. ვიქნებით უბრალოდ იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებას დროული და ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ“, – განაცხადა დავით ქაცარავამ.

მისივე თქმით, პატრულირება გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სიტუაცია ბოლომდე არ განიმუხტება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები