შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დავით სონღულაშვილი – დაზღვევასთან დაკავშირებული პრობლემები სადაზღვევო ასოციაციასთან უნდა გაირკვეს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=38675 
 06 მაისი 2019

გლეხები სადაზღვევო კომპანიებისგან შექმნილ ხელოვნურ ბარიერებზე საუბრობენ, იქნებ სადაზღვევო ასოციაციას ვთხოვოთ, რომ მოვიდეს და ამ საკითხში გავერკვეთ,- ასე მიმართა გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიას.

დავით სონღულაშვილის ინფორმაციით, გლეხები პრობლემად სადაზღვევო კომპანიების მიერ შექმნილ ხელვნულ ბარიერებს ასახელებენ, რაც საყურადღებოა.

„გუშინ, გუშინწინ კახეთი ფქტობრივად ჭარბმა ნალექმა გაანადგურა. ასობით ჰექტარზე ნათესები სრულადაა განადგურებული. ერთ-ერთ ძირითად პრობლემად , რასაც გლეხები ასახელებენ, ეს არის ხელოვნურად შექმნილი ბარიერები სადაზღვევო კომპანიისგან, რომ რაც შეიძლება გვიან დაიზღვეს ეს ნაკვეთები. მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დაზღვევას აგროსფეროში და თუ ხელოვნურად იქმნება ბარიერები, ნამდვილად საყურადღებოა“, – განაცხადა სონღულაშვილმა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ უნდა შეიქმნას ინსტრუმენტი დაზღვევასთან დაკავშირებით და მაგალითად, აგროსესხის აღების პარალელურად აგროდაზღვევა გაფორმდეს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა, მსგავსი „სიგნალები“ მასთანაც მივიდა და აღნიშნულ საკითხს საკომიტეტო მოსმენაზე განიხილავენ.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები