შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მამუკა ბახტაძე ხონის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38114 
 06 მაისი 2019

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხონის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს. 

ბახტაძემ ხონელებს სახალხო დღესასწაულზე დღეს გიორგობა მიულოცა:

„ჩემთვის დღეს არის განსაკუთრებით ემოციური დღე. პირველ რიგში მსურს, მოგილოცოთ გიორგობა და მსურს, ამ ულამაზესი კუთხიდან სრულიად საქართველოს მივულოცო გიორგობის დღესასწაული. ჩემთვის ყოველი ჩამოსვლა ხონში არის ძალიან ემოციური, რადგან მე, როგორც ყველა ხონელი, განსაკუთრებით ვამაყობ ჩვენი ფესვებით. ხონი ეს არის უნიკალური კუთხე ჩვენი სამშობლოსთვის. ეს არის ულამაზესი კუთხე, რომელმაც ძალიან ბევრი საიდუმლო და ფასეულობა შეუნარჩუნა ჩვენს სამშობლოს... გპირდებით, რომ ხონი საქართველოში იქნება ყველაზე წარმატებული, დიდი ენერგიით სავსე ქალაქი, სადაც გვეყოლება ბევრი ტურისტი და სადაც იქნება ნამდვილი იმერული სტუმართ-მასპინძლობა“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია