შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სუს-მა საბჭოური სიმბოლიკის გამოყენებაზე პრორუსული ორგანიზაციები გააფრთხილა

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22496 
 07 მაისი 2019
როგორც სუს–ში "სამხრეთის კარიბჭეს" განუცხადეს, "ყველა ორგანიზაციას გაეგზავნა შესაბამისი წერილი გაფრთხილებით, რომ არ გამოიყენონ კანონით აკრძალული საბჭოთა კომუნისტური და ტოტალიტარული სიმბოლიკები. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები". 9 მაისს, „საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესი" მსვლელობას საქართველოს ხუთ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, გორში, ნინოწმინდასა და ახალქალაქში გამართავს. თვითმმართველობებში მსვლელობის გამართვის შესახებ აღნიშნულმა ორგანიზაციამ წერილები უკვე შეიტანა. მსვლელობები "უკვდავთ პოლკის" სახელით იმართება. "უკვდავთა პოლკი" კი პროსაბჭოური ხედვებით გამოირჩევა. ორგანიზაციის საერთაშორისო საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდზე ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არის წარმოდგენილი. საქართველოში ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი გულბაათ რცხილაძეა. ის ევრაზიული ინსტიტუტის დამფუძნებელია, რომელიც ანტიდასავლური განცხადებებითაა ცნობილი.უკვდავთა პოლკის მსვლელობა პირველად 2012 წლის 9 მაისს რუსეთის ქალაქ ტომსკში მოეწყო. როგორც ორგანიზაციის ვებგვერდზე წერია, მსვლელობის მონაწილეები ფოტოებითა და ბანერებით მიდიან და "სამამულო ომის დროს" დაღუპულებს მიაგებენ პატივს. აღნიშნული ორგანიზაცია ფაშიზმზე გამარჯვებასა და მეორე მსოფლიო ომს "სამამულო ომად" მოიხსენიებს.2017 წლიდან უკვდავი პოლკის მსვლელობის მოსაწყობად საერთაშორისო საინფორმაციო ცენტრი მოქმედებს, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მსვლელობებს აწყობს. წელს უკვდავთა პოლკის მსვლელობა უკვე გაიმართა ვაშინგტონში, ბრატისლავაში, ბუენოს-აირესში, სტოკჰოლმში, ანკარასა და სხვა ქალაქებში. თბილისში უკვდავთა პოლკის პირველი მსვლელობა ორი წლის წინ ვაკის პარკში მოეწყო. მსვლელობა გაიმართა 2018 წელსაც. [sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია