შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"როგორც ასლანის რეჟიმი დაეცა, ივანიშვილის რეჟიმიც, ასევე დაეცემა”-სააკაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38122 
 06 მაისი 2019

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “კურიერთან” სატელეფონო საუბარში აჭარის 15 წლის წინ მომხდარ მოვლენებს იხსენებს, როდესაც 2004 წლის 6 მაისს აჭარის მოსახლეობას მიმართა: “ასლანი გაიქცა – აჭარა თავისუფალია”

„15 წლის წინ, პრაქტიკულად, საქართველო გადარჩა აჭარაში, იმიტომ, რომ აჭარას მართავდა, მათ შორის, ვისაც ახსოვს, ნამდვილი სეპარატისტი, პრორუსი სეპარატისტი, რომელმაც გააკეთა საბაჟო და შექმნა საზღვრები, რომელიც გავიდა საქართველოს საკონსტიტუციო საზღვრიდან და თავისი თავი გამოაცხადა ტერიტორიის მეთაურად, რომელიც რეალურად, ცალკე აპატიმრებდა ხალხს, ჰქონდა თავისი სასამართლო, თავის პროკურატურა, რომელიც უმოწყალოდ მთლიანად ფლობდა და ფეოდალურ სამფლობელოდ ჰქონდა გადაქცეული აჭარის მთელი ტერიტორია. მან შექმნა ცალკე არმია, რუსი გენერლის მეთაურობით, ეს ბოლო ჯამში, მოაწყო სეპარატისტებმა საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ და დააყენა ჩოლოქთან ჯარი და ააფეთქა ხიდები. იყო ოპერაცია, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა, რამდენიმე სხვა ადამიანი, რომლებმაც რეალურად აჭარის საზოგადოებასთან ერთად მოახერხეს ამ უბედურების განეიტრალება. ამის დავიწყება არ შეიძლება იმიტომ, რომ ივანიშვილი ერთი ერთზე ჰგავს აბაშიძეს, ზუსტად იგივე მანერებით, ზუსტად იგივე აზროვნებით – ფეოდალური, ზუსტად ასეთივე მიტაცება სახელმწიფოსი, მიტაცება ტერიტორიის, საკუთარ სამფლობელოდ და საკუთარ საფეოდალო გარემოდ გადაქცევა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ასლანის რეჟიმი იყო ძირგამომპალი და ბოლოს დაეცა, ივანიშვილი ზუსტად ასევეა დღეს ძირგამომპალი და აუცილებლად დაეცემა. ივანიშვილს, ისევე როგორც აბაშიძეს, არ მივცემთ საქართველოს განადგურების საშუალებას და მოსკოვის გეგმის აღსრულების საშუალებას,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია