შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სახელისუფლებო კანდიდატის ბანერები ოზურგეთის მერიის დასუფთავების სამსახურმა დაამონტაჟა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38135 
 07 მაისი 2019

ქალაქ ოზურგეთში არსებულ რამდენიმე ბილბორდზე ამ დღეებში სახელისუფლო კანდიდატის ოზურგეთის შუალედურ არჩევნებზე, დავით მდინარაძის ბანერები გამოიკრა.

მოსახლეობის გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ბანერების დამონტაჟება ოზურგეთის მერიის დასუფთავების სამსახურმა მოახდინა.

"გურიის მოამბე" ამ საკითხის დასაზუსტებლად ამავე სამსახურის უფროსს, თენგიზ ქუტიძეს ტელეფონით დაუკავშირდა:

"არაფერი აქ კანონდარღვევა არ არის, ჩვენ ოფიციალურად განცხადებით მოგვმართა "ქართულმა ოცნებამ", გავაფორმეთ ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების ფარგლებში მოვემსახურეთ ტექნიკითა და მუშახელით, თანხას ამ დღეებში ჩამოგვირიცხავენ"-გვითხრა ქუტიძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა